GADAGEBA.ge
ჩვენ ვაკეთებთ იმას რასაც სხვები გპირდებიან
ფოტო სესია პროფესიონალი ფოტოაპარატურით. გამოცდილი ფოტოგრაფი დაგეხმარებათ სამუდამოდ აღბეჭდოთ თქვენი ცხოვრების საინტერესო მოვლენები , რომელიც თაობებს გადაეცემა
ყველაზე განუყრელი ოჯახის წევრი , ასე ეძახიან ტელევიზორს , რომელიც მუდამ ოჯახშია და არ გვწყინდება მისი მოსმენა და ყურება. სწორედ ტელევიზიის გამოცდილი ოპერატორები მოგემსახურებიან თქვენი სადღესასწაულო ღონისძიებების დაფიქსირებაში, ისინი არ დაზოგავენ თავიანთ შრომასა და გამოცდილებას , რადგან მიღებული შედეგით იყოთ არა მარტო თქვენ, არამედ ყველა მნახველი კმაყოფილი.
გამოცდილი ოპერატორი და ფოტოგრაფი კარგია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს 21 საუკუნის ტექნოლოგიები, მონტაჟი როგორც ასეთი სულ სხვა ელფერს აძლევს ნამუშევარს, საინტერესოს , მიმზიდველს და მრავალფეროვანს ხდის მას. ამაში სწორე ჩვენი სტუდიის გამოცდილი ვიდეო მემონტაჟეები დაგვეხმარებიან, რომლებსაც სასწაულის მოხდენაც კი შეუძლიათ ვიდეო ფირზე.
სტუდია მზადაა აქტიურად ჩაებას ამა თუ იმ კომპანიის მიერ შემოთავაზებულ საქმიანობაში, გაუწიოს როგორც ფოტო ასევე ვიდეო გადაღება კორპორატიული საღამოებისა და ივენთების დროს , ასევე მოამზადოს ჟურნალისტების დახმარებით ესა თუ ის სიუჟეტი ამა თუ იმ თემაზე , რაზეც პასუხისმგებლობა ეკისრება დამკვეთს, კომპანია იტოვებს უფლებას იყოს მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკური ხარისხიანობის პასუხისმგებელი. გვაქვს გამოცდილება ტურისტულ ჯგუფებთან მუშაობისა .